2006 წლის 11 იანვარს გამოსაქვეყნებლად

Hospitality Club ესალმება მე-100 000 წევრს

დრესდენი, გერმანია - Hospitality Club (სტუმართმოყვარეთა კლუბი) არის მოგზაურთათვის მიძღვნილი ინტერნეტ-ორგანიზაცია, რომლის მიზანია მოგზაურთა დაკონტაქტება ლოკალურ მაცხოვრებლებთან, რომლებიც უფასო მასპინძლობას სთავაზობენ. 2006 წლის 11 იანვარს, გერმანელი სტუდენტის ვეიტ კიუნის (Veit Kuehne) მიერ კლუბის შექმნის 5 წლის თავზე, ის მიესალმება მე-100 000 წევრს მსოფლიოში. კლუბის ვებ-გვერდი არის http://www.HospitalityClub.org.

Hospitality Club იყო პირველი ინტერნეტ-ორგანიზაცია რომელიც მოგზაურებს სთავაზობს ადგილობრივი მაცხოვრებლების პოვნას, რომლებიც მზად არიან თავიანთი კულტურა გააცნონ. მასპინძლებმა ტურისტებს შეიძლება შესთავაზონ უფასო თავშესაფარი,ანუ ღამით მათთან დარჩენა, ან უბრალოდ დაათვალიერებინონ ქალაქი, ანდა სადილზე მიიწვიონ. შინ დაბრუნებულმა მოგზაურმა კი სამაგიეროდ შეიძლება თვითონ უმასპინძლოს სხვა უცხოელ ტურისტს.

მთელი ეს სისტემა სრულიად უფასოა. 30 ენოვანი ვებ-გვერდისა და მისი მონაცემთა ბაზის უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირება დამოკიდებულია მთელი მსოფლიოდან ასობით მოხალისის მუშაობაზე.

როგორ მოქმედებს

ყველას შეუძლია შეუერთდეს კლუბს, ამისათვის საჭიროა ნამდვილი სახელისა და მისამართის მითითება, ეს ინფორმაცია სურვილისამებრ შეიძლება დაფარული იქნეს სხვა წევრებისათვის. ყველა ახალ წევრს მოეთხოვება შეავსოს ანკეტა თავისი პირადი მონაცემებისა და გატაცებების შესახებ. მოგზაურები კი ამ ანკეტების მიხედვით ამოირჩევენ თუ ვის დაეკონტაქტონ სასურველ ქალაქში, სადაც შეიძლება ასობით პოტენციური მასპინძელი იყოს.

მომავალი სტუმარი პირველ შეტყობინებას ვებ-გვერდიდან აგზავნის, ეს ზომა მიიღება არასასურველი წერილებისაგან - სპამისაგან თავიდან ასაცილებლად. ის ატყობინებს თავის სრულ სახელს, პასპორტის ნომერს და ინფორმაციას მისი დაგეგმილი ტურის შესახებ.

ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, პოტენციური მასპინძელი ნახავს და ყურადღებით შეისწავლის მომავალი სტუმრის ანკეტას, ასევე თვალს გადაავლებს სხვათა კომენტარებს მის შესახებ. მხოლოდ ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ იგი გადაწყვეტს შეუძლია და სურს თუ არა უმასპინძლოს კლუბის ამ წევრს.

მიზნები

Hospitality Club არის არასარფიანი, არაკომერციული პროექტი. ის დაფუძნდა იმ რწმენაზე რომ ხალხთა ერთად თავშეყრა და საერთაშორისო თანამეგობრობის გაძლიერება გაზრდის კულტურათა შორის გაგებას და დაამკვიდრებს მშვიდობას.

”მოვა დრო და ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა ეწვიოს ნებისმიერ ქვეყანას რადგან ეცოდინება რომ მას ყოველთვის გაშლილი ხელებით ელიან”, ამბობს ვეიტ კიუნი. ”ხალხი სხვანაირად იმოგზაურებს, შეხვდებიან ერთმანეთს და პირადი კავშირების დახმარებით დაამკვიდრებენ კულტურათაშორის გაგებას”.

ჩვენს კლუბს უამრავი წევრი ეყოლება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ისრაელი და პალესტინა, ჩრდილოეთ ირლანდია, ბალკანები, ჩეჩნეთი, რუანდა და ტიმორი; ყველანი მოხარულნი იქნებიან ერთმანეთს თავიანთ სახლებში უმასპინძლონ და ჩვენი კლუბი ცოტათი მაინც დაეხმარება მშვიდობის დამკვიდრებას ჩვენს საოცარ პლანეტაზე”, ამატებს იგი.

ისტორია

Hospitality Club-მა აჯობა Hospex-ს, 1991 წლის ინტერნეტის გამოყენების მცდელობას ახალი ძალების ჩასახშობად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავებულ კონცეფციაში. ჩვენმა კლუბმა შეძლო სტუმართმოყვარეთა შორის კონტაქტების დამყარება უბრალო და უფასო გზით, ხელმისაწვდომი გახადა ყველა მოგზაურისათვის, და ამავდროულად უზრუნველყო უსაფრთხოება - დაწყებული სპამისაგან დაცვიდან და დამთავრებული პასპორტების კონტროლითა და უკუკავშირის სისტემის შემუშავებით.

10 000 წევრის თავმოყრას დასჭირდა ოთხი წელი, 2000-დან 2004-მდე, მას შემდეგ კი ზრდა ექსპონენტურად ხდებოდა - ორ წელიწადში კლუბის წევრთა რაოდენობა ასი ათასს გადასცილდა. ახლა კი კიუნის გეგმაშია, არც მეტი არც ნაკლები, კლუბის წევრთა რაოდენობა მილიონი გახადოს. ზრდის არსებული ტემპით, ეს ერთდროს დაუჯერებელი ოცნება ორ წელიწადში რეალობად იქცევა.

მეტი ინფორმაციისათვის, სურათებისა და ლოკალური კონტაქტებისათვის გთხოვთ, ეწვიოთ: http://100k.HospitalityClub.org

საკონტაქტო ინფორმაცია:

საერთაშორისო: ვეიტ კიუენი - Veit Kuehne (English, German, Spanish, and French): +49 (0)173 7749 365 / veit@hospitalityclub.org

ლოკალური (საქართველოში): ვერა მურღულია - Vera Murghulia (Georgian, Russian, English, Italian and French): +995 (32) 371 360 / verka1984@gmail.com